Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია - ფილოსოფია 105

იუნესკოს დადგენილებით მთელ მსოფლიოში 2002 წლიდან  ყოველწლიურად ტარდება ,,ფილოსოფიის დღე“. 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი  16-17 ნოემბერს, იუნესკოს პროგრამის ფარგლებში,  ატარებს  ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას  ,,ფილოსოფია 105’’.

კონფერენცია ეძღვნება  სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დაარსებიდან 105 წლისთავს.

 

კონფერენცია გაიხსნება  2023 წლის 16 ნოემბერს, 10:00 საათზე. 

დღის წესრიგი:

10:00 - შალვა ნუცუბიძის, დიმიტრი უზნაძის ძეგლის შემკობა გვირგვინით (თსუ პანთეონი). 

10:30 - შალვა ნუცუბიძის ბიუსტის გახსნა, თსუ I კორპუსი II სართული. 

10:45 - ფილოსოფია 105 იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენის დათვალირება (მუზეუმი, თსუ I კორპუსი II სართული).

10:45 - ყოველწლიური საერთაშორისო ბილინგვური ჟურნალის, „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“ N13,  პრეზენტაცია.

 

10:45 მისალმებები:

(თსუ ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, I კორპუსი, მუზეუმი).

დემურ ჯალაღონია, პროფესორი, თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, 

ჯაბა სამუშია, აკადემიკოსი, თსუ რექტორი,

როინ მეტრეველი, აკადემიკოსი, საქ. მეც. ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, 

გიორგი ზვიადაძე, პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, 

ელგუჯა ხინთიბიძე, აკადემიკოსი, ქართული ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი. 

ირაკლი ბრაჭული, რექტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, პროფესორი.

ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. თამარ ნუცუბიძე, ფილოლოგიის დოქტორი.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციის პროგრამაში.